დიდი არაქალის საჯარო სკოლაში, მშობლიური ენისადმი ინტერესისა და პატივისცემის გაღვივების მიზნით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა 
31-03-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში ჩატარდა საინტერესო ღონისძიება, რომელიც მშობლიურ ენას მიეძღვნა. 

ღონისძიება გაიმართა მე-3 და მე-4 კლასებში, დაწყებითი კლასების მასწავლებლის - აიდა სეირანიანის ორგანიზებით.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში მშობლიური ენისადმი ინტერესისა და პატივისცემის გაღვივება, ასევე კითხვისა და მეტყველების უნარების დახვეწა.

სასწავლო პროცესში მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ, შეასრულეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა - წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს ინსცენირებები, ჩაერთნენ შემოქმედებით და ინტერაქტიულ დავალებებში.

ღონისძიება წარიმართა ორგანიზებულად, მეგობრულ გარემოში, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ენობრივი, კომუნიკაციური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203