
მარნეულის მუნიციპალიტეტის წერაქვის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი საგანმანათლებლო აქტივობა იმართება.
ახლახან, სკოლაში განხორციელებული პროექტი მიეძღვნა მავნე ჩვევებსა და მათ გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.
პროექტზე სახელწოდებით - „ძლიერი ხარ, როცა უარს ამბობ!“, მე-8, მე-9, მე-10 კლასების მოსწავლეებმა - თინათინ ჩილინდრიშვილმა, ნიკოლოზ ანტონიძემ, ლიკა შათირიშვილმა და გიორგი ბოსტოღანაშვილმა, პედაგოგ ლია ხოსროშვილის ხელმძღვანელობით, იმუშავეს.
ხელმძღვანელი პედაგოგის თემით, პროექტი განხორციელდა დირექციის, პედაგოგების და მშობლების თანადგომით.
ლია ხოსროშვილი მადლობას უხდის სკოლის დირექტორს ნელი ბერიძეს, დირექციასა და პედაგოგებს მხარდაჭერისთვის.
იხილეთ ფოტოები: