გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მათემატიკის მოყვარულმა მოსწავლეებმა უნივერსიტეტში საინტერესო ლექცია მოისმინეს 
31-03-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მათემატიკის მოყვარული მოსწავლეები, პედაგოგ თამილა ირემაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიას სტუმრობდნენ. 

აკადემიაში გაიმართა შეხვედრა თემაზე - „მათემატიკა სხვა რაკურსით“ . ლექციის განმავლობაში მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია მათემატიკის წარმოშობაზე, ცნობილ მათემატიკოსებზე და რა როლი აქვს მათემატიკას ყოველდღიურ ცხოვრებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფიბონაჩის „ოქროს კვეთას“ და მის კავშირს ბუნებასთან და ხელოვნებასთან.

ასევე საუბარი შეეხო სუდოკუს - მის სტილსა და განვითარებას, რამაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს SEU-ს გამორჩეული სივრცე, განსაკუთრებით კი მოეწონათ ბიბლიოთეკა, სადაც დიდი ინტერესით დაათვალიერეს გარემო და რესურსები.

შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და მადლობის სიგელები სტუმრობისა და აქტიური ჩართულობისთვის.

ფოტოები: Georgian Junior Academy • საქართველოს ახალგაზრდული აკადემია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203