განძის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჭადრაკო ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
31-03-2026

ვაჰან ტერიანის სახელობის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა კონკურსებში. 

ახლახან, მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს საჭადრაკო ოლიმპიადაში. 

29 მარტს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ ჭადრაკის ოლიმპიადაში განძის N1 საჯარო სკოლის 1-ელი და მე-2 კლასების მოსწავლეებმა - ლიოვა სირაკანიანმავარაზდატ სირაკანიანმა​​როზი ოგანესიანმა და თადევოს ოგანესიანმა დაიკავეს მესამე ადგილი.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ,  ჩვენს პატარა მონაწილეებს და ვუსურვებთ ახალ წარმატებებსა და გამარჯვებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203