ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. შემოქმედებითად განსაკუთრებით დატვირთულია ხელოვნების გაკვეთილები.
ახლახან, ორჯის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე ტანსაცმლის დიზაინი შექმნეს და ესკიზები წარმოადგინეს.
გაკვეთილს ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი ივეტტა პეტროსიანი, რომლის თქმით, მოსწავლეები სასწავლო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
მოსწავლეებმა მადურ დიზაინზე ხალისით იმუშავეს და მასწავლებლის შექებაც დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: