პერევის საჯარო სკოლაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოღვაწეობის შესახებ ვიდეოჩვენება გაიმართა 
31-03-2026

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოღვაწეობა გაიხსენეს. 

თვითმმართველობის ორგანიზებით, სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის მოეწყო ვიდეორგოლის ჩვენება, რომელიც ეძღვნებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

ნაჩვენები ვიდეო ასახავდა მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოგზაურობას საჩხერესა და ჭიათურაში, სადაც განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ხვდებოდა მას ადგილობრივი მოსახლეობა.

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის პატრიარქის ცხოვრების, სულიერი ფასეულობებისა და ქვეყნის წინაშე მისი ღვაწლის გაცნობა. ვიდეოს ჩვენების შემდეგ ბავშვებმა ისაუბრეს მის შესახებ, გამოხატეს თავიანთი ემოციები და გააზიარეს შთაბეჭდილებები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პატრიარქის ახლახან გარდაცვალებამ განსაკუთრებული ემოციური ფონი შემატა შეხვედრას. მოსწავლეებმა პატივი მიაგეს მის ხსოვნას და კიდევ ერთხელ გააცნობიერეს მისი დიდი მნიშვნელობა ქართველი ერისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203