
თბილისის N28 საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ნორჩ ეკოლოგთა კლუბი „ნეა“, რომლის წევრებიც გარემოსდაცვით საკითხებზე ცოდნას იმდიდრებენ და საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლებაზეც ზრუნავენ.
ახლახან, კლუბ „ნეას“ მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე - „წითელი წიგნი“.
მოსწავლეებმა პედაგოგ ლიანა ქსოვრელთან ერთად იმსჯელეს დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნების აუცილებლობაზე, ყურადღება გაამახვილეს ბიომრავალფეროვნების კლების პრობლემებზე.
„წითელი წიგნის“ მათეული ვერსის შექმნით კი მოსწავლეები გაეცნენ საქართველოში არსებულ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს და ისაუბრეს მათი გადაშენების საფრთხის ხარისხზე.
იხილეთ ფოტოები: