ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საგნობრივ ოლიმპიადაში
31-03-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

მათ შორის, მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს „კინგსის“ ოლიმპიადაში და როგორც სკოლაში აღნიშნავემ ღირსეულ შედეგებს მიაღწიეს.

მოსწავლე გეგა გორგაძემ მოიპოვა ვერცხლის მედალი, რაც მისი შრომისა და მიზანდასახულობის ნათელი დასტურია. ასევე, სხვა მოსწავლეებიც დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებითა და დიპლომებით, რაც მათ აქტიურ მონაწილეობასა და ცოდნის მაღალ დონეს უსვამს ხაზს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორმა, მზია სეთურმა, გასულ წელს „კინგსის“ ოლიმპიადის მონაწილე ბავშვები დააჯილდოვა „კინგსისდიპლომებითა და სერტიფიკატებით.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ინგლისური ენის მასწავლებელს, ლელა ტარიელაძეს, რომლის პროფესიონალიზმი და თავდადება მოსწავლეთა წინსვლასა და მაღალი შედეგების მიღწევაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს.

„ფიროსმანის საჯარო სკოლა გულითადად ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებებს და მომავალშიც უსურვებს კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს, წინსვლასა და ახალ მწვერვალებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203