აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 სკოლის მოსწავლეებისთვის ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს
31-03-2026

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლაში ევროპული უნივერსიტეტების კონსორციუმს (EUC) უმასპინძლეს. 

27 მარტს სკოლას ეწვივნენ ევროპული უნივერსიტეტების - IE University (ესპანეთი) Bocconi University (იტალია) Modul University (ავსტრია) Constructor University (გერმანია) Brussels School of Governance (ბელგია) წარმომადგენლები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრა მიზნად ისახავდა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ინფორმირებას საერთაშორისო განათლების შესაძლებლობების შესახებ. მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და მიეღოთ პასუხები უშუალოდ უნივერსიტეტების წარმომადგენლებისგან.

მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

აღსანიშნავია, რომ ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში გარდა იმისა რომ ზრუნავენ მოსწავლეთა ხარისხიან განათლებაზე, ასევე დამამათავრებელი კლასების მოსწავლეებს პროფესიული ორიენატიის განსაზღვრაშიც ეხმარებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203