„მოგზაურობა ძველი მსოფლიოს ისტორიაში“ - ქუთაისის N16 სკოლის მე-7 კლასელთა შინაარსიანი და შთამბეჭდავი პრეზენტაცია 
31-03-2026

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და აქტივობებს მიმართავენ. აღსანიშნავია პრეზენტაციებით სწავლება, რომელიც  მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ.  

სულ ახლახან, VII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს შთამბეჭდავი და შინაარსიანი პრეზენტაცია თემაზე - „მოგზაურობა ძველი მსოფლიოს ისტორიაში“.

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს საინტერესო და მრავალფეროვანი მასალა პირველი ქართული სამეფოს - დიაოხის, ძველი ეგვიპტისა და აქამენიანთა სპარსეთის შესახებ.

მათ მიერ წარმოდგენილი ნამუშევარი გამოირჩეოდა როგორც ისტორიული სიზუსტით, ისე შემოქმედებითი მიდგომით, რამაც დამსწრე საზოგადოებაში განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება გამოიწვია.

„მადლობა პედაგოგს, ლევან ბანძელაძეს, მოსწავლეთა ასეთი მაღალი დონის ცოდნისა და მოტივაციისათვის. მსგავსი აქტივობები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს განათლებისა და ისტორიის მნიშვნელობას ახალგაზრდების განვითარებაში“, -აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მასწავლებელთა მიდგომები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203