საღამოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მზის სისტემის მაკეტები შექმნეს
31-03-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ. 

ახლახან, ბუნებისმეტყველებაშიბილინგური სწავლების ფარგლებში, IV კლასის მოსწავლეებმა მზის სისტემის მაკეტი შექმნეს. 

შემოქმედებითი აქტივობა მიზნად ისახავდა მზის სისტემის შესახებ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას, პლანეტების განლაგებისა და მათი მოძრაობის უკეთ გააზრება და კეთებით სწავლების ხელშეწყობას.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სასწავლო პროცესში გამოყენებული აქტივობები ორიენტირებული იყო როგორც თეორიული ცოდნის განმტკიცებაზე, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსწავლეთა ჩართულობასა და თანამშრომლობას, ურთიერთდახმარებას და მეგობრული გარემოს შექმნას.

„მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული სამუშაო პროცესში, რაც ხელს უწყობს მათი შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას. მაკეტის შექმნისას გამოყენებულია სხვადასხვა ტიპის მასალა, რაც უზრუნველყოფს მზის სისტემის ვიზუალურად აღქმის გამარტივებას და სასწავლო პროცესის ეფექტურობას“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

მოსწავლეებმა უკვე კარგად იციან, რომ მზის სისტემა წარმოადგენს სივრცეს, რომლის ცენტრში მდებარეობს მზე, ხოლო მის გარშემო მოძრაობენ პლანეტები: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი.

აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში ინტერესის ზრდას ბუნებისმეტყველების მიმართ და სამყაროს შესახებ ცოდნის გაღრმავებას.

სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდნენ - ბილინგური სწავლების სპეციალისტი - ზარუჰი ახვერდიანი და საგნის მასწავლებელი ჰასმიკ სლდოიანი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203