
„და მიდიოდა უბრალო კაცი, კაცი რომელიც ჰგავდა თავის თავს…“ თბილისის N61 საჯარო სკოლაში თანამედროვეობის გამორჩეულ პოეტს ღონისძიებით უმასპინძლეს.
სკოლაში გაიმართა პოეზიის საღამო, რომელიც მიეძღვნა ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებას.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, რომლებმაც წაიკითხეს ავტორის ლექსები და საკუთარი ხედვით წარმოადგინეს მისი პოეზიის თემები.
საღამოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა თავად ტარიელ ხარხელაურის დასწრება, რომელიც მეუღლესთან ერთად სტუმრობდა ღონისძიებას.
მოსწავლეებმა წარმოაჩინეს როგორც ინდივიდუალური, ისე საერთო ნომრები.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება მიზნად ისახავდა პოეზიის მიმართ ინტერესის გაღრმავებას და მოსწავლეებისათვის შემოქმედებითი თვითგამოხატვის შესაძლებლობის შექმნას.
„მადლობა თითოეულ მონაწილეს და დამსწრე საზოგადოებას. მადლობა ბ-ნ ტარიელს მობრძანებისთვის, ეს საღამო სიტყვას ეკუთვნოდა და სიტყვამ კიდევ ერთხელ დაგვაკავშირა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ისტორიისა და მოქალაქეობის პედაგოგმა - სალომე ჯღარკავამ.
იხილეთ ფოტოები: