საჯარო სკოლების 1000 პედაგოგი ინტერნეტს უფასოდ მიიღებს
31-03-2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სატელეკომუნიკაციო კომპანია „სქაიტელს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოს საჯარო სკოლებში დასაქმებული 1000 პედაგოგისთვის 2 წლის ვადით უფასო ინტერნეტ მომსახურების უზრუნველყოფას და ყველა მასწავლებლისთვის სპეციალური პაკეტების შეღავათიანი პირობებით შეთავაზებას.

მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში როგორც ინტერნეტ მომსახურების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, ასევე უშუალოდ პედაგოგებისთვის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ზრდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203