„გაზაფხული შემოსულა ლენ“ - კოთელიის საჯარო სკოლაში ნახატების გამოფენა გაიმართა 
30-03-2026

თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა. 

ნახატების გამოფენა სახელწოდებით - „გაზაფხული შემოსულა ლენ“, რომელიც გაზაფხულის შემობრძანებასა და დედის დღეს მიეძღვნა. 

ლამაზი ღონისძიება და გამოფენა ხელოვნების მასწავლებლის - ნანა წიკლაურის ორგანიზებით ჩატარდა და დამთვალიერებელს საოცარი ემოციები აჩუქა. 

გამოიფინა შთამბეჭდავი ნამუშევრები - ნახატები შესრულებულია ფერწერის დარგში, აგრეთვე გამოყენებულია კოლაჟი ჰერბარიუმის სახით, ზეთის საღებავებით, ფანქარში და პასტელში.

სურათების ჩარჩოები დამზადებულია ხელით, რაც მათ მრავალფეროვან შემოქმედებას კიდევ მეტ ელფერს სძენს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მასწავლებელი ნანა წიკლაური და მისი გამორჩეული მოსწავლე ანა აჩელაშვილი დაჯილდოებული არიან საპატრიარქოს სიგელით, ჰოლოკოსტის სიგელით და მრავალი სხვა, ანა მუშაობს ზეთის საღებავებით.

სკოლა წარმატებებს უსურვებს ხელოვნების მასწავლებელს გაწეული შრომისთვის და უსურვებს წარმატებებს სასკოლო ცხოვრებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203