ქვემო მახოს საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
30-03-2026

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში წახალისებული და მხარდაჭერილია. 

27 მარტს, სკოლაში გაიმართა გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ტური. 

თამაში საინტერესოდ მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. 

შეჯიბრში მონაწილეობდნენ III, IV და V კლასების მოსწავლეები, რომლებმაც ცოდნით, ლოგიკური აზროვნებითა და გუნდური მუშაობით დაუვიწყარი ატმოსფერო შექმნეს.

დაძაბულ და იმავდროულად მეგობრულ გარემოში გამარჯვება მოიპოვა IV კლასის მოსწავლეთა გუნდმა - „ცოდნის მაძიებლები“.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა გამარჯვებულ გუნდს კი წამრატებას უკვე შემდგომ ეტაპზე უსურვებენ. 

„ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიურობისა და ჩართულობისთვის! მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა განვითარებას და მათში ცოდნის სიყვარულის გაღრმავებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203