
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭრით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
მათ შორის მოსწავლეები ხალისითა და დიდი ინტერესით შეუერთდნენ მე-4 რესპუბლიკურ კონფერენციას - „საქართველოს ენდემური ხორბლები და ქართული დიარი“. საუკეთესო თემის წარდგენისათვის დაჯილდოვდნენ მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ ჩარქსელიანი და მე-11 კლასის მოსწავლეები - ანი ზურაბიანი და ნინო ბენდელიანი.
აქტიური მონაწილეობისთვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა სკოლაც.
ხელმძღვანელო პედაგოგები არიან - ინგა ონიანი, ქეთი მუკბანიანი.
იხილეთ ფოტოები: