თორიის საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში ვიქტორინა ჩატარდა 
30-03-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, ჩატარდა ვიქტორინა საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში. მისი ხელმძღვანელი იყო მათემატიკის მასწავლებელი გოჰარ თუმასიანი.

ვიქტორინაში მონაწილეობდა სამი კლასი: მერვე, მეცხრე და მეათე. მოსწავლეები დაყოფილი იყვნენ სამ ჯგუფად: „ოქროს კვეთა“, „ინტეგრალი“ და „ალგორითმი“. თითო ჯგუფში იყო 7 მოსწავლე.

ვიქტორინა ჩატარდა სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა ამოხსნეს მათემატიკური ამოცანები, მეორე ეტაპზე უპასუხეს კითხვებს ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის საგნებიდან და მესამე ეტაპზე იყო თამაში - „ალიასი“ ოთხივე საგნის მიმართულებით.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ვიდეორგოლები, რომლებიც ასახავდა სხვადასხვა აქტივობებს - თემაზე - ხელოვნური ინტელექტი - საინფორმაციო შეხვედრა, აქტივობა - თუ რაში გვეხმარება მათემატიკა, ასევე მათემატიკა სამზარეულოში, რომლის დროსაც მოსწავლეებმა მათემატიკური გამოსახულებების და კანონ-ზომიერებების გამოყენებით გამოაცხვეს პიცა და ა.შ.

აქტიურად მონაწილეობდა სამივე ჯგუფი. მწვავე შეჯიბრებაში გაიმარჯვა ჯგუფმა „ოქროს კვეთა“, მეორე ადგილას გავიდა „ინტეგრალი“, მესამეზე კი - „ალგორითმი“. სამივე ჯგუფს ჟიურის წევრებმა გადასცეს მედლები და სიგელები.

 ვიქტორინა დაიწყო ცეკვით და მეოთხე კლასელების მისასალმებელი სიმღერით. 

ვიქტორინას ესწრებოდნენ როგორც მასწავლებლები და მოსწავლეები, ასევე მონაწილე მოსწავლეთა მშობლებიც.  ვიქტორინამ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203