
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებს აძლევს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ ამ ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობას.
სკოლაში წარმატებით მუშაობს ტექნოლოგიური კლუბი, რომლის ფარგლებში მოსწავლეები პროგრამირებას შეისწავლიან.
სწორედ ამ კლუბის წევრებმა, ახმეტის ტექნოპარკის დახმარებით შექმნეს ჭკვიანი დაცვის სიტემა, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება.
მე-9 კლასის მოსწავლეების - ლიზი დოინჯაშვილის, ანანო ასათაშვილისა და საბა გოდერძიშვილის შექმნილი მოწყობილობა ადამიანებს საფრთხის შესახებ ატყობინებს.
მოსწავლეთა ინოვაციური გამოგონების შესახებ ტელევიზიის მომზადებული სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე