
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიაშის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო სასწავლო მეთოდებს, აქტივობებსა თუ რესურსებს მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.
აღსანიშნავია, მე-5 კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილი მუსიკაში, რომელსაც მასწავლებელი მზია ცხადაია ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილის თემა იყო - „ზღაპრული სამყარო მუსიკაში“ და მიზნად ისახავდა, მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ, როგორ იყენებს მუსიკა ბგერებს პერსონაჟებისა და გარემოს შესაქმნელად. ასევე, ზღაპრული თემატიკის დახმარებით გაადვილებულიყო აბსტრაქტული მუსიკალური ცნებების - (ტემბრის, რეგისტრისა და დინამიკის) ათვისება.
გაკვეთილის მსვლელობისას გამოყენებული იყო სხვადასხვა მიდგომა.
სმენის აღქმის განვითარების მიზნით, მოსწავლეებმა მოისმინეს პ. ჩაიკოვსკის ნაწარმოები „გედების ტბა“.
ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით მუსიკა დაუკავშირდა სახვით ხელოვნებას - მოსწავლეებმა საკუთარი შთაბეჭდილებები ნახატებში გამოხატეს.
მოისმინეს კლასიკური სასულე საკრავების - ფაგოტის, კლარნეტისა და ჰობოის - ჟღერადობა. საკრავების განსხვავებულმა ტემბრმა და ხმოვანებამ ხელი შეუწყო სხვადასხვა განწყობისა და პერსონაჟების შექმნას.
გაკვეთილი იყო შემოქმედებითი და კრეატიული.