განძის N2 სკოლის მოსწავლე გოღეციკ ​ლულუკიანმა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში საამაყოდ იასპარეზა
30-03-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლის - გოღეციკლულუკიანის აკადემიური წარმატებით ამაყობენ. 

მე-12 კლასელმა გოგონამ საამაყოდ იასპარეზა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში. 

გოღეციკ ლულუკიანი წარმატებით გადავიდა სასკოლო ოლიმპიადის მეორე ტურში (საგანი - ისტორია) და დედაქალაქში გამართულ მესამე ტურსაც შეუერთდა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ იგი იყო ერთადერთი მოსწავლე არაქართულენოვანი სკოლებიდან, რომელმაც შეძლო ამ ეტაპამდე მიღწევა, რაც მის ცოდნასა და მიზანდასახულობაზე ნათლად მეტყველებს.

სკოლაში ულოცავენ გოღეციკ ​ ლულუკიანს წარმატებას და წინსვლასა და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსუსრვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203