თეატრის ჯადოსნური სამყარო ქუთაისის N24 საჯარო სკოლის პირველ კლასში
30-03-2026

27 მარტს, ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში თეატრის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

პირველ კლასში ეს დღე ნამდვილ სასწაულად იქცა. 1-ელი კლასის დამრიგებელმა - ნათია ბედინაშვილმა, ბავშვებს თოჯინების თეატრი მოუწყო. 

მსახიობების როლი კი მე-4 კლასის მოსწავლეებმა მოირგეს და კრილოვის უკვდავი იგავ-არაკის - „მგელი და კრავი“ პრსონაჟები გააცოცხლეს. 

თოჯინური სპექტაკლი პატარებისთვის მეტად შთმბეჭდავი აღმოჩნდა. 

„პირველი ნაბიჯები სასკოლო ცხოვრებაში ყველაზე ჯადოსნურია, ამიტომ გადავწყვიტეთ, პატარებისთვის განსაკუთრებული საჩუქარი მიგვეძღვნა - მათი საკუთარი თოჯინების თეატრი!

დღეს ჩვენს პატარა სცენაზე ნამდვილი პრემიერა შედგა! განსაკუთრებული მადლობა მეოთხე "ბ" კლასის მოსწავლეებს (მასწავლებელი-თათია ჯინჭარაძე), რომლებმაც უფროსი მეგობრობა გაუწიეს პატარებს და ი. კრილოვის უკვდავი იგავ-არაკი „მგელი და კრავი“ გააცოცხლეს.

ანთებული თვალები, გაოცებული სახეები და პირველი ტაში - ეს დღე მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი გზისა, რომელიც პატარა სცენიდან დიდ სცენამდე მიდის. ხელოვნება გვასწავლის ფიქრს, ემპათიას და სიკეთეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ შთამბეჭდავ შემოქმედებით აქტივობას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203