პტენის საჯარო სკოლის მე-9 კლასელებმა საგაკვეთილო თემა - ფოტოსინთეზი, საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს 
30-03-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს გაკვეთილებს სხვადასხვა აქტივობებით უმრავალფეროვნებენ, სთავაზობენ საინტერესო სასწავლო მეთოდებს და სასწავლო რესურსს. 

აღსანიშნავია, მე-9 კლასში პედაგოგ გულნაზი კოჩალიძის ჩატარებული გაკვეთილი თემაზე - ფოტოსინთეზი - ენერგეტიკული და პლასტიკური ცვლა. 

გაკვეთილი მოიცავდა როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ აქტივობებს. 

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს და ისაუბრეს თუ რა არის ფოტოსინთეზი, როგორც ხდება ენერგეტიკული და პლასტიკური ცვლა უჯრედში.

მე-9 კლასელებმა თემა სიღმისეულად გაიაზრეს და ეს ყველაფერი ხალისითა და დიდი ინტერესით გააკეთეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203