გუდაურის საჯარო სკოლაში, მე-10 კლასის მოსწავლეთა ინიციატივით, „პის დღე“ აღინიშნა
30-03-2026

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობითა და საინტერესო ინიციატივებით გამოირჩევიან.

ახლახან, სკოლაში, მე-10 კლასის მოსწავლეთა ინიციატივით, „პის დღე“ აღინიშნა.

მე-10 კლასელებმა V-IX კლასის მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიება შესთავაზეს. მათ წარმოადგინეს პრეზენტაცია „პი“ რიცხვის შესახებ. მსმენელებს აუხსნეს, რატომ არის ეს რიცხვი მნიშვნელოვანი, რატომ და როგორ აღნიშნავენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამ მათემატიკურ დღესასწაულს. ასევე, ჩაატარეს პრაქტიკული სამუშაო: გაზომეს რამდენიმე წრის ფორმის სხეულის წრეწირის სიგრძე და დიამეტრი;

გამოთვალეს წრეწირის სიგრძის შეფარდება მის დიამეტრთანუმცროსკლასელებს მოასმენინეს პი რიცხვისადმი მიძღვნილი მუსიკაც, რომელიც დევიდ მაკდონალდმა დაწერა და ნოტების მეშვეობით დაიმახსოვრა პი რიცხვში მძიმის შემდეგ 122 ციფრი.

რადგან პის დღე მათემატიკის დღედაც ითვლება, მოსწავლეებმა ზოგიერთი გამოჩენილი მათემატიკოსი გაიხსენეს და ისაუბრეს მათ ბიოგრაფიასა და მოღვაწეობაზე.

ზოგიერთმა მეათეკლასელმა მათემატიკის მასწავლებლის როლი მოირგო და საინტერესო გაკვეთილები ჩაატარეს დაწყებით კლასებში.

„ამ ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის გვეჩვენებინა, რომ მათემატიკა მოსაწყენი მეცნიერება არ არის და მისი სწავლა აუცილებელია თუნდაც იმიტომ, რომ „ტვინი მოგვიწესრიგოს“,- აღნიშნავენ ღონისძიების ინიციატორები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203