ღების საჯარო სკოლის მე-10 კლასელებისთვის ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა
30-03-2026

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში ჯანმრთელობის საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

სკოლის ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგი ნინო ხუსკივაძე ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეს გამოეხმაურა და მე-10 კლასის მოსწავლეებს საკითხის შესახებ ესაუბრა. 

პედაგოგმა მოსწავლეებთან ერთად შექმნა პოსტერი, მათ იმუშავეს დიდი ინტერესით და პასუხისმგებლობით.

მოსწავლეებმა გააცნობიერეს დაავადების პრევენციის მნიშვნელობა და გაიგეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი მათ ცხოვრებაში.

ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 24 მარტს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203