გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს
30-03-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს.

22 მარტს, პედაგოგები დედაქალაქში ჩამოვიდნენ და პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილეს. 

მოსწავლეებმა კი გაიხსენეს  უწმინდესის ცხოვრება და მოღვაწეობა, ასევე კედლის გაზეთი შექმნეს, სადაც პატრიარქის ანდერძად დატოვებული სიტყვები დაიტანეს და თვალსაჩინო ადგილას გამოფინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203