„გვიყვარხარ პატრიარქო!“ - izrune.ge-ს საქველმოქმედო აქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია
30-03-2026

29 მარტს ათასობით იზრუნელი ერთი მიზნით გაერთიანდა - მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ, საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ს საქველმოქმედო აქციაში ჩართულობით, კიდევ ერთხელ გამოეხატა პატივისცემა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნისადმი, გაეხსენებინა მისი ბიოგრაფია, აღენიშნა უწმინდესის განუზომელი ღვაწლი ქვეყნის, ერისა და რა თქმა უნდა მომავალი თაობების წინაშე.

„გვიყვარხარ პატრიარქო!“ - გახლდათ მართლაც უპრეცედენტო აქცია-პროექტი, რომელიც izrune.ge-ს თაოსნობით მოეწყო და მასში უამრავი იზრუნელი სიხარულით ჩაერთო, რომელთა შორის უწმინდესის ნათლულებიც იყვნენ.

ასეთი ენთუზიაზმი კი გასაკვირი ნამდვილად არ არის: საქვეყნოდ ცნობილია ილია II-ის დამოკიდებულება განათლების, სწავლის, მოსწავლეების, სტუდენტების, პედაგოგების მიმართ.

იგი ხშირად აღნიშნავდა, რომ განათლება უნარია სიკეთისა და ბოროტების გარჩევისა... რომ მხოლოდ საგნობრივი ცოდნა არასაკმარისია და მასწავლებელი უნდა იყოს მოსწავლის „სულის ხუროთმოძღვარი“, სრულფასოვანი აღზრდისთვის კი ოჯახი, სკოლა და ეკლესია უნდა გაერთიანდეს.

მისი აზრით, ცოდნა, რომელსაც სულიერება და უფროსების პატივისცემა არ ახლავს, ადამიანისთვის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს... და სხვათა შორის, თავად პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა სატელევიზიო ეთერში აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო პროექტები - ჯერ „ეტალონი“, შემდეგ კი izrune.ge პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა, რადგან უწმინდესი ამ ინოვაციურ მიდგომებში ხედავდა სწორედ საზოგადოების ერთიანობის მიზანსაც და შესაძლებლობასაც. 

პატრიარქის ხსოვნასთან დაკავშირებული ინდივიდუალური საოჯახო ტესტის გავლა კი სრულიად საქართველოს ოჯახებს, ონლაინ რეჟიმში, უსასყიდლოდ  შეეძლოთ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ტესტის შედეგების მიხედვით კი, პირდაპირ რეჟიმში („ონლაინ“ ) ოფიციალურად გაიცა: ოქროს,  ვერცხლის ან ბრინჯაოს მადლიერების ინდივიდუალური დიპლომები, რომელსაც პატრიარქის ისტორიული ფოტო „გაღიმებული პატრიარქი“ ამშვენებს!  

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203