დედის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება შულავერის N2 საჯარო სკოლაში 
30-03-2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

აღსანიშნავია, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით წარიმართა. 

მოსწავლეებმა დედებს ულამაზესი ცეკვები, სიმღერები და გულწრფელი ლექსები მიუძღვნეს, რითაც მათდამი მადლიერება და პატივისცემა გამოხატეს.

დარბაზი სავსე იყო ღიმილით, აპლოდისმენტებით, რამაც ეს დღე კიდევ უფრო დაუვიწყარი გახადა, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მშობლებისთვის და სკოლის ყველა წარმომადგენლისთვის. 

აღნიშნულ ღონისძიებას ხელმძღვანელობდა სკოლის ერთ-ერთი წარმატებული და კვალიფიციური მასწავლებელი ინესსა კარდაშიანი.

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203