დიდი არაქალის საჯარო სკოლის მე-9 კლასელთა გეოგრაფიის ღია გაკვეთილი განხილვისა და ინტერაქტიული სწავლების ფორმატით წარიმართა 
30-03-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია საქართველოს გეოგრაფიაში ჩატარებული ღია გაკვეთილი, რომელიც მე-9 კლასში მრავალფეროვანი აქტივობებითა და სასწავლო მეთოდებით წარიმართა. 

სასწავლო პროცესს უძღვებოდა გეოგრაფიის მასწავლებელი არმენუჰი გომციანი.

გაკვეთილი ჩატარდა განხილვისა და ინტერაქტიული სწავლების ფორმატში. გამოყენებული იყო კითხვა-პასუხის სხვადასხვა მეთოდი, რაც ხელს უწყობდა მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტიურ მონაწილეობას.

გაკვეთილის ფარგლებში შეჯამდა შესწავლილი, მოსწავლეებმა კი ცოდნა გაიღრმავეს. მოსწავლეებმა იმუშავეს რუკებზე, შეადგინეს გეოგრაფიული სქემები და გააანალიზეს საქართველოს რეგიონული თავისებურებები.

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიაში, გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს და ეფექტურად თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან.

გამოყენებულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მათი ანალიტიკური, კრიტიკული და სივრცითი აზროვნების განვითარებას.

ღია გაკვეთილი იყო ძალიან შთამბეჭდავი, გამოირჩეოდა ორგანიზებულობითა და აქტიური სასწავლო გარემოთი, რის გამოც დამსწრე საზოგადოების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5, ვიდეო6, ვიდეო7, ვიდეო8, ვიდეო9

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203