
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-4 კლასელებისთვის შემეცნებით გასვლითი ექსკურსია მოეწყო.
მე-4ა კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ეკა ხეჩუაშვილის ხელმძღვანელობით, სახანძრო-სამაშველო სამსახურის მუზეუმს სტუმრობდნენ.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს საქართველოში სახანძრო სამაშველო საქმიანობის ისტორიასა და განვითარებასთან დაკავშირებული მასალები: სხვადასხვა ხანძარმაქრობი ტექნიკური აღჭურვილობა, სხვადასხვა პერიოდის სახანძრო მანქანები და მეხანძრეთა სამოსელი, ფოტოები, სახანძრო კოშკურა, მაკეტები.
მოსწავლეებს ასევე გაესაუბრნენ მაშველები და აუხსნეს თითოეული ექსპონატის მნიშვნელობა.
იხილეთ ფოტოები: