სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
09-07-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა, დავით აზმაიფარაშვილმა.
ამ ხელმოწერით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდა „საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამას“, რომელსაც საჯარო აუდიტის ინსტიტუტი 10 უმაღლეს სასწავლებელთან მემორანდუმის ფარგლებში ახორციელებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
პრეზენტაცია სერტიფიცირების პროგრამის შესახებ, სტუდენტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კეკელიშვილმა წარუდგინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის შემდეგი კურსი სექტემბერში დაიწყება და სამ თვეს გაგრძელდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს