
აბაშის მუნიციპალიტეტის, წყემის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად კი მათ ჩართულობას სხვადასხვა კონკურსში ახალისებს.
ახლახან, აბაშის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრმა ჩაატარა სალიტერატურო კონკურსი - „ჩემი თვალით დანახული აბაშა“.
კონკურსს ხალისითა და ინტერესით შეუერთდნენ წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გამარჯვებული მე-9 კლასის მოსწავლის - მარიტა მაკალათიას ნაშრომი აბაშის რესურსცენტრს გადაეგზავნა.