„ჩემი პირველი ინტერვიუ“ - ორჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო უცხოენოვან პროექტზე იმუშავეს 
27-03-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები ხშირად მიმართავენ პროექტებით სწავლებას, რადგან სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით გამოირჩევა და მიმართულია ბავშვების მრავალმხრივ განვითარებისკენ. 

ახლახან, რუსული ენის მასწავლებლის - სათენიკ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, მე-6 და მე-9 კლასებში რუსული ენის სწავლების ფარგლებში, განხორციელდა პროექტი - „ჩემი პირველი ინტერვიუ“. 

მოსწავლეებმა ჟურნალისტისა და რესპონდენტის როლები მოირგეს და ინტერვიუები ჩაწერეს. 

მოსწავლეებმა ლექსიკური მარაგი და ენის ცოდნა წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203