„ჩვენი თაობის არჩევანი“ - ჯვარის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა 
27-03-2026

ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება და ამ გზით მათი თვალსაწიერის გაფართოება, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. 

სწორედ წიგნის კითხვის მნიშვნელობის ხაზგასმას ემსახურებოდა პროექტი - „ჩვენი თაობის არჩევანი“. 

მოსწავლეებმა საყვარელი წიგნების შესახებ ისაუბრეს და თანატოლებს განუმარტეს თუ რატომ უნდა წაიკითხონ ესა თუ ის ნაწარმოები. 

„ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა ინტერესი მხატვრული ლიტერატურის მიმართ. 

პროექტი ბიბლიოთეკარ მაია გეთიას ხელმძღვანელობით განხორციელდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203