გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მხიარული როლური თამაში და მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში 
27-03-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევია. პედაგოგები ბავშვებს არაერთ სახალისო აქტივობას სთავაზობენ. 

აღსანიშნავია, საგაკვეთილო აქტივობა - როლური თამაში, რომლის გამოყენებითაც მე-3 კლასელთა ქართული ენის გაკვეთილი წარიმართა. 

„დღეს ჩვენს პატარებთან ერთად ვიმოგზაურეთ ზღაპრულ სამყაროში და მოვაწყვეთ მხიარული როლური თამაში - „დათვის წვეულება“. ბავშვებმა თავად აირჩიეს როლები, მოირგეს სხვადასხვა პერსონაჟის ხასიათი და ერთად შექმნეს თბილი, მეგობრული გარემო. თამაშის განმავლობაში ისინი სწავლობდნენ:

თანამშრომლობას, ემოციების გამოხატვას, კომუნიკაციას და ფანტაზიის განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ასეთი აქტივობები ბავშვებს ეხმარება სოციალური და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203