„სკოლა, ჩვენი მეორე სახლია“ - ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო სივრცის მოწესრიგებაზე ზრუნავენ
27-03-2026

„ჩვენ გვიყვარს ჩვენი სკოლა“ - აღნიშნავენ ეშტიის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასელები და სასკოლო გარემოს სისუფთავეზე ზრუნავენ. 

პედაგოგები ბავშვებს ასწავლიან, რომ სკოლა მათი მეორე სახლია, მოსწავლეებიც დაწყებითი საფეხურიდანვე ითავისებენ რომ სასკოლო ინვენტარს ისეთივე მოფრთხილება სჭირდება, როგორც საკუთარს.  სასკოლო სივრცის მოწესრიგება კი უმნიშვნელოვანესია. 

მოსწავლეთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებაზე „მე და საზოგადოების“ ბილინგვური სწავლების სპეციალისტი არმინე ბადოიანი ზრუნავს.

„ასეთი მზრუნველები ჰყავს ჩვენს სკოლას. მე-3 კლასის მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით ზრუნავენ ჩვენს სკოლაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და ვიდეორგოლს გვიზიარებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203