
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალისებენ და მხარს უჭერენ მოსწავლეთა ჩართულობას, სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში.
ახლახან, გაიმართა გუნდური ინტელექტუალური შეჯიბრის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ტური.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-3 დან მე-10 კლასის ჩათვლით მოსწავლეები. მათ ცოდნა, ლოგიკა და გუნდური მუშაობის უნარები საუკეთესოდ წარმოაჩინეს.
„წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
იხილეთ ფოტოები: