
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ.
სკოლაში არაერთი კონკურსი თუ საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას ემსახურება.
ახლახან, სკოლა-გიმნაზიის საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის მიერ ჩატარებულ ისტორიულ ვიქტორინაში მონაწილეობისთვის გიმნაზიის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა.
იხილეთ ფოტოები: