როდის დაიწყება მასწავლებელთა საგნის გამოცდებზე რეგისტრაცია? - NAEC-ის პასუხი აპლიკანტებს 
27-03-2026

როდის დაიწყება მასწავლებელთა საგნის გამოცდებზე რეგისტრაცია? - აღნიშნული კითხვით etaloni.ge - ს არაერთმა დაინტერესებულმა პირმა მიმართა. 

აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციები როგორც წესი მარტში ცხადდებოდა ხოლმე, თუმცა ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით გამოწვეულმა ცვლილებებმა რეგისტრაციის ვადები გადაწია, არა მხოლოდ აბიტურიენტებისთვის, არამედ მასწავლებელთა და სამაგისტრო გამოცდებზე გამსვლელებისთვისაც. 

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია აპრილში დაიწყება, თუმცა კონკრეტული თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის რეგისტრაციას აპრილის თვეში დაიწყებს. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება როგორც ცენტრის Facebook გვერდზე, ასევე ცენტრის ვებგვერდზე“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203