
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.
სკოლაში გაიმართა შემეცნებითი და მრავალფეროვანი ღონისძიება, რომელიც მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის მასწავლებლის - სირარფი ზაქარიანის ხელმძღვანელობით გამართეს.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კითხვის მნიშვნელობას, წიგნის სიყვარულის გაძლიერებასა და მეტყველების უნარების განვითარებას.
მოსწავლეებმა წარადგინეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა: გააცნეს აუდიტორიას საყვარელი წიგნები, ისაუბრეს პერსონაჟებსა და სიუჟეტებზე, წაიკითხეს ამონარიდები და მონაწილეობდნენ ინტერაქტიულ დავალებებში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება გამოირჩეოდა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით, შემოქმედებითი მიდგომებითა და აქტიური მონაწილეობით. სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა პოზიტიურ და თანამშრომლობით გარემოში, რაც მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს მათი მოტივაციისა და ენობრივი უნარების გაძლიერებას.
იხილეთ ვიდეო