ერკეთის საჯარო სკოლაში, ენების კათედრის ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
27-03-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში ხარისხიან საგნობრივ სწავლებასთან ერთად მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ინტელექტუალურ თუ ანალიტიკურ განვითარებას, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

26 თებერვალს, ერკეთის საჯარო სკოლის ენების კათედრამ ჩაატარა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“.

ქართულის, ინგლისურისა და რუსული ენების პედაგოგების წინააღმდეგ ითამაშეს ნია ანთიძის და იოანე დოლიძის გუნდებმა. თემატურად შერჩეულ კითხვებზე სრულყოფილად პასუხობდნენ მე-5 - მე-12 კლასელები. ბროლის ბუს ორი პრიზიდან ორივე გამორჩეულ გუნდებს ერგოთ. 

სამომავლოდ მოსწავლეები იწვევენ საპაექროდ პედაგოგებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203