საქართველოს ჩემპიონატიდან ოქროს მედლით დაბრუნებულ მე-8 კლასელ მკრტიჩ ჯანამიანს განძის №2 სკოლაში გამარჯვება განსაკუთრებულად მიულოცეს 
27-03-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის №2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მკრტიჩ ჯანამიანი, კვლავ ამაყად წარმოაჩენს თავის სკოლას, სოფელსა და ქვეყანას.

2026 წლის 8-11 მარტს, საქართველოში გამართულ თავისუფალი სტილით ჭიდაობის ჩემპიონატზე, მან შესანიშნავი შედეგები აჩვენა. 17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, 45 კგ წონაში, მკრტიჩმა დამაჯერებლად მოიპოვა პირველი ადგილი და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა.

ამასთანავე, 15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, იმავე წონით კატეგორიაში, მან კვლავ გამოავლინა მაღალი ოსტატობა და დაიკავა მეორე საპატიო ადგილი, რითაც საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მკრტიჩ ჯანამიანის ეს წარმატება არა მხოლოდ მისი პირადი გამარჯვებაა, არამედ მთელი სკოლის, სოფელ განძისა და რეგიონის დიდი სიამაყეა.

სკოლის დირექციამ და პედაგოგიურმა კოლექტივმა განსაკუთრებული სითბოთი და სიხარულით მიულოცეს მას ეს მნიშვნელოვანი მიღწევები.

სკოლის დირექტორმა წარმატებული მოსწავლე სიგელით დააჯილდოვა და უსურვა კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები, წინსვლა და ღირსეული ასპარეზობა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203