საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებს ინგლისური ენის ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის წითელი დიპლომები გადაეცათ
27-03-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა აკადემიური წარმატება საამაყოა, მათი მხარდაჭერა და წახალისება კი სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. 

ახლახან, საგანმანათლებლო ორგანიზაცია „ლინგო სთარის“ ინგლისური ენის ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის წითელი დიპლომებით სკოლა-გიმნაზიის XI კლასის მოსწავლეები - გიორგი ხუციშვილი და ნიკოლოზ კაპანაძე დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს წარმატება გიმნაზიის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ მიულოცა და მოსწავლეებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203