ავრანლოს საჯარო სკოლაში მე-5-დან მე-11 კლასების მოსწავლეებისთვის დიაგნოსტიკური წერა გაიმართა
26-03-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები აკვირდებიან მოსწავლეთა მიღწევებს, აანალიზებენ საგანმანათლებლო საჭიროებებს და ადგენენ რა მიმართულებითაა მეტი სამუშაო. 

26 მარტს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლამ ჩაატარა დიაგნოსტიკური წერები მათემატიკაში V, VI, VII, VIII, IX, X და XI კლასებში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დიანოსტიკური წერის ერთადერთი მიზანი იყო, მოსწავლის მიღწევების აღწერა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებით და მისი საჭიროებების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის განსაზღვრა.

„შედეგები მშობლებს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ინდივიდუალურად გადაეგზავნებათ, ხოლო დაბალი რეიტინგის მქონე მოსწავლეებთან სკოლა გეგმავს მათემატიკის წრეში გაწევრიანებას და დამატებითი სამუშაოების ჩატარებას.

დღეიდან, წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლამ დაისახა მიზნად, დიაგნოსტიკური წერები გახდეს სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, სადაც მკაცრი რეგულირება კი არ იქნება სკოლის მხრიდან, არამედ შეფასდება მოსწავლის საჭიროებები“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ  მიმდინარე წლის აპრილის პირველ ნახევარში სკოლა გეგმავს V, VI, VII, VIII, IX, X და XI კლასებში დიაგნოსტიკური წერების ჩატარებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ინგლისურ ენაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203