გომაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძვირფას ქალბატონებს თბილი და ემოციური ღონისძიება მიუძღვნეს 
27-03-2026

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში გაიმართა დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი თბილი და ემოციური ღონისძიება, რომელშიც I-დან VI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

პატარებმა დიდი სიყვარულითა და მონდომებით წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები და სხვადასხვა ნომრები, რომლებიც დედებისადმი მადლიერებასა და პატივისცემას გამოხატავდა.

ღონისძიება განსაკუთრებული სითბოთი იყო სავსე თითოეული სიტყვა და შესრულება დედებისადმი უსაზღვრო სიყვარულს ასახავდა.

„მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დედის როლს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საგნებთან ერთად ლამაზი გრძნობების გაზიარებას ასწვლიან.

ღონისძიების დასასრულს გომაროს საჯარო სკოლის დირექტორმა მიულოცა დედებსა და ქალბატონებს ეს მნიშვნელოვანი დღე. მან განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატა იმ ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენი სამშობლოსთვის მუდამ ძაძებით იმოსებოდნენ, ტკივილსა და მსხვერპლს იტანდნენ, რათა საქართველო ერთიანი და ძლიერი ყოფილიყო.

„დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ქალი არის სიყვარულის, ძალის, მოთმინებისა და თავდადების სიმბოლო“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203