ლასურიაშის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ინფორმაციულ-შემეცნებითი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება მიეძღვნა
26-03-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლასურიაშის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა. 

სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა და გაჟღერდა 2026 წლის გლობალური კამპანიის მთავარი გზავნილი -„ერთად მარტოობის წინააღმდეგ!“. 

გლობალური კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვასა და მათ სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში.

ამ დღესთან დაკავშირებით, ლასურიაშის საჯარო სკოლის სპეციალურმა მასწავლებელმა - ლალი გვიშიანმა და ბიოლოგიის მასწავლებელმა - ნანა ფუტკარაძემ საინტერესო ინფორმაციულ-
შემეცნებითი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება ჩაატარეს. 

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, რომელთაც აღნიშნულ თემაზე საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარეს. 

ასევე მოეწყო ფილმის ჩვენება, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად ინფორმაციული აღმოჩნდა. 

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. 2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203