
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამის ნათელი მაგალითია, IX კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილი ბიოლოგიაში, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნა.
გაკვეთილის თემა იყო -„ტვინის სტრუქტურა“ და მას პედაგოგი ლუსიენ კოთოლიანი ხელმძრვანელობდა.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეთათვის ტვინის ძირითადი ნაწილებისა და მათი ფუნქციების გაცნობა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილზე გამოყენებული იყო პრეზენტაცია, ვიზუალური მასალა და ინტერაქტიული მეთოდები, რამაც უზრუნველყო მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა.
„გაკვეთილი ორგანიზებულად და ეფექტურად წარიმართა, მოსწავლეებმა გამოავლინეს მაღალი ინტერესი და თემა კი საუკეთესოდ გაიგეს“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: