„ასეთი მიღწევები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სკოლის მაღალ საგანმანათლებლო სტანდარტს“ - ჭიათურის N2 სკოლის მოსწავლეთა წარმატება საგნობრივ ოლიმპიადებში 
26-03-2026

ჭიათურის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციასა და აკადემიურ მიღწევებზე აისახება. ბავშვები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო პროექტში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

სკოლის დირექცია მოსწავლეთა მორიგი წარმატების შესახებ გვიზიარებს -  ოლიმპიადა „ევერესტის“ ოქროს ტურის გამარჯვებული გახდა მე-4 კლასის მოსწავლე მარიამ მოდებაძე. 

კინგსის“ 2025 წლის შემოდგომის ტურის გამარჯვებულები კი ქართულ ენასა და მათემატიკაში არიან მოსწავლეები - ოთო ცუცქირიძე, ბარბარე წერეთელი, ლიზი ასანიძე და მარიამ მოდებაძე.

ეს გამარჯვება ამ მოსწავლეების შრომისა და მიზანდასახულობის შედეგია.

„ჩვენი სკოლა ყოველთვის იყო და არის. სივრცე, სადაც ცოდნა, შრომა და მიზანდასახულობა წარმატების მყარ საფუძვლად ყალიბდება. ასეთი მიღწევები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი სკოლის მაღალ საგანმანათლებლო სტანდარტს, მასწავლებელთა პროფესიონალიზმსა და მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომას.

მადლობა მასწავლებელს ქალბატონ ინგა ლეჟავას, სკოლის დირექტორს, ქალბატონ ცირა ბრეგვაძეს, რომლის მხარდაჭერა მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია ჩვენი სკოლის მოსწავლეების არაერთი გამარჯვებისა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203