
ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში π რიცხვის საერთაშორისო დღე კვირეულით აღინიშნა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მათემატიკურმა კვირეულმა ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში (პედაგოგები: სალომე სხულუხია, სოსო მანია, თამთა მიქავა) ტრადიციული სახე მიიღო.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებს ყოველდღე უტარდებათ სხვადასხვა სახის ინტელექტუალური შეჯიბრებები, კერძოდ, მათემატიკური ვიქტორინები, მუშაობენ კროსვორდებზე, მიმდინარეობს სამაგიდო თამაშები, მოსწავლეები იყენებენ ლოგიკურად ასაწყობ პაზლებს.
კვირეულზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო π რიცხვის მნიშვნელობას მეცნიერებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კვირეული არის როგორც შემეცნებითი, ასევე სახალისო, რამაც მოსწავლეთა ჩართულობა კიდევ უფრო გაზარდა. ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მათემატიკისადმი ინტერესისა და სიყვარულის გაღრმავებას.
იხილეთ ფოტოები: