
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი აქტივობა იმართება.
სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობებით გამოეხმაურნენ. მოსწავლეები პედაგოგებს დაუნის სინდრომის რაობის შესახებ ესაუბრნენ და ბავშვებთან ერთად მითები დაამსხვრიეს.
„21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ამ დღეს ვახსენებთ, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება იყოს მიღებული დაფასებული და ბედნიერი. აღნიშნულ დღეს ჩვენი სკოლაც შეუერთდა ცნობიერების ამაღლებას და ინკლუზიური გარემოს გაძლიერებას“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც ბავშვებს ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთი აქტივობა შესთავაზეს.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. 2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.
იხილეთ ფოტოები: