„შეტევითი ხველა და სტვენითი სუნთქვა“... -  საყურადღებო სიმპტომები და კორონავირუსის მომატებული შემთხვევები
26-03-2026

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განმარტებით, ფილტვის ანთება და გრიპი ჩაანაცვლა ბრონქიოლიტმა და რესპირაციულ სინციტიურმა ვირუსმა - მოიმატა კორონავირუსის გავრცელებამაც.

მისივე თქმით, ბრონქიოლიტი იწვევს მკვეთრად გახშირებულ შეტევითი ხასიათის ხველას, გახშირებულ სუნთქვას და სპეციფიკური სიმპტომია სტვენითი სუნთქვა.

„დეკემბრის შუა რიცხვებში გრიპის შემთხვევების ჯამური რაოდენობა ქვეყანაში შეადგენდა 70%-ს. ახლა, მარტის პირველი და მეორე კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევები შემცირდა 7%-მდე.ყველაზე მეტია სწორედ რესპირაციულ სინციტიური ვირუსი. თუ გადავხედავთ, ბავშვებში გართულების ძირითადი მიზეზი არის ბრონქიოლიტი და ფილტვების ანთება, ახლა ბრონქიოლიტი სჭარბობს. ბრონქიოლიტი იწვევს მკვეთრად გახშირებულ შეტევითი ხასიათის ხველას, გახშირებულ სუნთქვას, სპეციფიკური სიმპტომი აქვს სტვენითი სუნთქვა.

ეს არის ბრონქიოლიტის წამყვანი მიზეზი, რაც განპირობებულია ბრონქიოლების შევიწროებით.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დიდხანს არ იყო ქვეყანაში და ბოლო პერიოდში გამოჩნდა კორონავირუსი - მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმა.

ეს მატება არ შეეხო მძიმედ მიმდინარე დაავადებას, პირველადი ჯანდაცვის რგოლის პაციენტები არიან. კორონავირუსის შემთხვევები მარტის თვეში გაცილებით ბევრი იყო გასულ თვეებთან შედარებით. „ომიკრონის“ ერთ-ერთი მუტაცია ცირკულირებს. საუბარი, რომ საფრთხეს წარმოადგენს, არ არის, მაგრამ, მომატებული არის“, - აღნიშნავს ჩხაიძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203